მარკ რუტე - რატომ უნდა გვაინტერესებდეს, რას ფიქრობს რუსეთი ვინმეს სამხედროებზე უკრაინაში? უკრაინა სუვერენული სახელმწიფოა და ეს მათი გადასაწყვეტია
მარკ რუტე - რატომ უნდა გვაინტერესებდეს, რას ფიქრობს რუსეთი ვინმეს სამხედროებზე უკრაინაში? უკრაინა სუვერენული სახელმწიფოა და ეს მათი გადასაწყვეტია

ნატოს გენერალური მდივნის, მარტ რუტეს განცხადებით, უკრაინაში სამხედრო კონტინგენტის საკითხი კიევის გადასაწყვეტია და არა რუსეთის. ამის შესახებ მარკ რუტემ პრაღაში გამართული დისკუსიის დროს ისაუბრა.

ნატო-ს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ უკრაინაში შემაკავებელი სამხედრო კონტინგენტის პოტენციური განლაგების შესახებ ხმის უფლება მხოლოდ კიევს უნდა ჰქონდეს და არა მოსკოვს.

„რატომ უნდა გვაინტერესებდეს, რას ფიქრობს რუსეთი ვინმეს სამხედროებზე უკრაინაში? უკრაინა სუვერენული სახელმწიფოა. ეს მათი გადასაწყვეტია“ – განაცხადა რუტემ.

ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ძალიან უკვირს, როდესაც ვიღაც კვლავ იყურება მოსკოვისკენ.

„უკრაინა სუვერენული სახელმწიფოა. თუ უკრაინა მოისურვებს ძალების ყოფნას უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში, მშვიდობის მხარდასაჭერად – ეს მათი საქმეა. ჩვენ ნამდვილად უნდა შევწყვიტოთ პუტინის გაძლიერება“, – განაცხადა რუტემ.