მარკ რუტე – ნიდერლანდები უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას გაზრდის და რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს მხარს დაუჭერს

21:45, 26.09.2022
epa08506676 Dutch Prime Minister Mark Rutte and Minister Hugo de Jonge of Health, Welfare and Sport (CDA) and sign interpreter Irma Sluis during the press conference after a consultation of the Ministerial Crisis Management Committee (MCCb) about the coronavirus, in The Hague, The Netherlands, 24 June 2020.  EPA-EFE/BART MAAT

ნიდერლანდები უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას გაზრდის და რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს მხარს დაუჭერს, – ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ სოციალურ ქსელ „ტვიტერში დაწერა.

რუტეს ცნობით, ის ტელეფონით ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის.

„ჩვენ ვაძლიერებთ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ. მეტი იარაღი, მეტი სანქციები და რუსეთის მეტი იზოლაცია. მე ეს კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნე უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან საუბრისას რუსეთის მობილიზაციისა და უკანონო რეფერენდუმის პასუხად. ევროპის დაცვა ჩვენი უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა“, – წერს მარკ რუტე.

მსგავსი