მარკ რუტე - ნატო-ს მოკავშირეები გააძლიერებენ თავიანთ შეკავებისა და თავდაცვის შესაძლებლობებს ახალი, ამბიციური მიზნების დასახვით
მარკ რუტე - ნატო-ს მოკავშირეები გააძლიერებენ თავიანთ შეკავებისა და თავდაცვის შესაძლებლობებს ახალი, ამბიციური მიზნების დასახვით

ნატო-ს მოკავშირეები გააძლიერებენ თავიანთ შეკავებისა და თავდაცვის შესაძლებლობებს ახალი, ამბიციური მიზნების დასახვით, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელის თქმით, ეს მიზნები განსაზღვრავს, რა ძალები და კონკრეტული შესაძლებლობები უნდა უზრუნველყონ მოკავშირეებმა შეკავებისა და თავდაცვის გასაძლიერებლად.

„საჰაერო და სარაკეტო თავდაცვა, შორი მანძილის შეიარაღება, ლოგისტიკა და დიდი სახმელეთო მანევრების ფორმირებები ჩვენს მთავარ პრიორიტეტებს შორისაა. ჩვენ გვჭირდება მეტი რესურსი, ძალები და შესაძლებლობები, რათა მზად ვიყოთ ნებისმიერი საფრთხის წინაშე დგომისთვის და სრულად განვახორციელოთ ჩვენი კოლექტიური თავდაცვის გეგმები. შეერთებული შტატები სრულად ერთგულია ნატო-ს მიმართ, სრულად ერთგულია მე-5 მუხლის მიმართ“, – განაცხადა მარკ რუტემ.