მარკ რუტე კიევში ჩავიდა
ნატო-ს გენერალური მდივან მარკ რუტე უკრაინაში იმყოფება. ის უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად კიევში ეროვნული ხსოვნის სახალხო მემორიალს ეწვია.
როგორც ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, მათ პატივი მიაგეს იმ გმირების ხსოვნას, რომლებმაც ქვეყნის დასაცავად თავი გაწირეს.
„დამოუკიდებლობის მოედანი. ეროვნული ხსოვნის სახალხო მემორიალი. მემორიალი, რომელიც პატივს მიაგებს ჩვენს გმირებს, მეომრებს, ჩვენს ხალხს, რომლებმაც დაიცვეს უკრაინა მტრისგან, იბრძოდნენ და უდიდესი მსხვერპლი გაიღეს ამ ომში. ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან ერთად დღეს პატივი მივაგე დაღუპული უკრაინელი დამცველების ხსოვნას. მარადიული პატივი ჩვენს მეომრებს. მარადიული მადლიერება მათი თავგანწირვისა და ქვეყნის დაცვისთვის. ჩვენი მოვალეობაა, შევინარჩუნოთ ჩვენი დაღუპული გმირების ხსოვნა“, – წერს ის.
Maidan Nezalezhnosti. The People’s Memorial of National Remembrance. A memorial honoring our heroes, warriors, our people who defended Ukraine against the enemy, fought, and made the ultimate sacrifice in this war.
Together with @SecGenNATO Mark Rutte, we honored the memory of… pic.twitter.com/ugWsJChlAV
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) February 3, 2026