მარკ რუტე – ირანზე თავდასხმა სიგნალია მთელი მსოფლიოსთვის, რომ დონალდ ტრამპი არის მშვიდობის პრეზიდენტი, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში მზადაა, გამოიყენოს ამერიკის არმიის უზარმაზარი ძალა

13:15, 25.06.2025

ირანზე თავდასხმა სიგნალია მთელი მსოფლიოსთვის, რომ ეს პრეზიდენტი არის მშვიდობის პრეზიდენტი, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში ის მზადაა, გამოიყენოს ძალა, ამერიკის არმიის უზარმაზარი ძალა, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელის თქმით, ეს არის სიგნალი მთელი მსოფლიოსთვის და ეს ირანს ბევრად სცდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

მარკ რუტეს განცხადებით, აშშ-მა ირანის ბირთვული შესაძლებლობები გაანადგურა, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა და ვაშინგტონმა ეს შთამბეჭდავად გააკეთა.

მსგავსი