მარკ რუტე – ევროპა მზად არის წინსვლისთვის, რომ უხელმძღვანელოს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფას, მზად ვართ, კიდევ ბევრი ინვესტიცია ჩავდოთ ჩვენს უსაფრთხოებაში
პარიზში ევროპელი ლიდერების სამიტის შემდეგ, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ ევროპა მზად არის, წამყვანი როლი აიღოს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველსაყოფად.
ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.
„არის სურვილი და მზადყოფნა. ეს არის ჩემი შეხედულება პარიზში დღევანდელი შეხვედრიდან. ევროპა მზად არის წინსვლისთვის, რომ უხელმძღვანელოს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფას. მზად ვართ, კიდევ ბევრი ინვესტიცია ჩავდოთ ჩვენს უსაფრთხოებაში. დეტალები უნდა გადაწყდეს, მაგრამ ვალდებულება ნათელია“, – წერს რუტე.
Ready and willing. That’s my take from today’s meeting in Paris. Europe is ready and willing to step up. To lead in providing security guarantees for Ukraine. Ready and willing to invest a lot more in our security. The details will need to be decided but the commitment is clear. pic.twitter.com/Y4ClrX94Qe
— Mark Rutte (@SecGenNATO) February 17, 2025