მარკ რუტე - ჩვენ გაერთიანებული ვართ ამ საშინელი ომის დასრულების მცდელობაში, სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად, ახლა ბურთი პუტინის მოედანზეა
ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე სოციალურ ქსელში წერს, რომ ამჟამად ბურთი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მოედანზეა.
ამის შესახებ მარკ რუტემ „იქსში“ დაწერა. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი დღეს აშშ-ის და უკრაინის პრეზიდენტების, ასევე ევროპელი ლიდერების ვირტუალურ სამიტში მონაწილეობდა.
„დიდებული სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის პრეზიდენტთან, უკრაინის ლიდერთან და ევროპელ ლიდერებთან, რომელიც პრეზიდენტ ტრამპისა და პუტის შეხვედრამდე გაიმართა. ჩვენ გაერთიანებული ვართ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ამ საშინელი ომის დასრულების მცდელობაში, სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად. ვაფასებთ დონლად ტრამპის ლიდერობას და მოკავშირეებთან მჭიდრო კოორდინაციას. ახლა ბურთი პუტინის მოედანზეა“, – წერს მარკ რუტე.