მარკ რუტე - ჩინეთი ტაივანის წინააღმდეგ ძალის გამოყენებას თუ გადაწყვეტს, სი ძინპინს შეუძლია, სთხოვოს პუტინს, ყურადღება გადაიტანოს ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონიდან ნატო-ს ტერიტორიაზე თავდასხმით
მარკ რუტე - ჩინეთი ტაივანის წინააღმდეგ ძალის გამოყენებას თუ გადაწყვეტს, სი ძინპინს შეუძლია, სთხოვოს პუტინს, ყურადღება გადაიტანოს ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონიდან ნატო-ს ტერიტორიაზე თავდასხმით

ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე აცხადებს, რომ ჩინეთს შეუძლია, სთხოვოს რუსეთს ჩრილოატლანტიკურ ალიანსზე თავდასხმა. ამის შესახებ რუტემ „ნიუ იორკ თაიმსთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

როგორც მარკ რუტე ამბობს, პეკინს შეუძლია, ასეთი თხოვნით მიმართოს მოსკოვს, თუ ჩინეთი გადაწყვეტს, ტაივანს დაესხას თავს. ამის მიზანი იქნება ევროპელების ყურადღების გადატანა ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონიდან.

„თუ ჩინეთი გადაწყვეტს, ძალა გამოიყენოს ტაივანის წინააღმდეგ, მაშინ სი ძინპინს შეუძლია, სთხოვოს რუსეთის პრეზიდნეტ ვლადიმირ პუტინს, ევროპელების ყურადღება გადაიტანოს ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონიდან და ეს ნატო-ს ტერიტორიაზე თავდასხმით გააკეთოს“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

მისი თქმით, მოვლენების ამ სცენარით განვითარების ალბათობა მზარდია. რუტე მიიჩნევს, რომ პეკინისა და მოსკოვის შესაკავებალად საჭიროა ორი ძირითადი ნაბიჯის გადადგმა. ერთი არის ნატო-ს გაძლიერება, რომ „რუსები ალიანსს არასდროს დაესხნენ თავს“. მეორე ნაბიჯად რუტე ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონთან თავდაცვით მრეწველობასა და ინოვაციების სფეროში ერთობლივ მუშაობას ასახელებს. ასეთ თანამრომლობას აქტიურად უჭერს მხარს აშშ-ის პრეზიდენტის, დონლად ტრამპის ადმინისტრაცია.

„ჩვენ წინაშე დგას უზარმაზარი გეოპოლიტიკური გამოწვევა. და ეს, უპირველეს ყოვლისა, რუსეთია, რომელიც ისეთი სისწრაფით განაგრძობს აღდგენას, რომელსაც უახლეს ისტორიაში ანალოგი არ აქვს. ახლა რუსეთი სამჯერ მეტ საბრძოლო მასალას აწარმოებს სამ თვეში, ვიდრე ნატო-ს ყველა წევრი ერთად“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.