მარკ რუტე - ჩინეთი შეიარაღებული ძალების გაფართოებას თავბრუდამხვევი სისწრაფით ახორციელებს, ისინი, ვინც დემოკრატიის წინააღმდეგ გამოდიან, ემზადებიან ხანგრძლივი კონფრონტაციისთვის
მარკ რუტე - ჩინეთი შეიარაღებული ძალების გაფართოებას თავბრუდამხვევი სისწრაფით ახორციელებს, ისინი, ვინც დემოკრატიის წინააღმდეგ გამოდიან, ემზადებიან ხანგრძლივი კონფრონტაციისთვის

ნატო-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადებით, ჩინეთი შეიარაღებული ძალების მოდერნიზებასა და გაფართოებას თავბრუდამხვევი სისწრაფით ახორციელებს.

მისი თქმით, ჩინეთს დღეისათვის უკვე ჰყავს მსოფლიოს ყველაზე მსხვილი სამხედრო-საზღვაო ფლოტი.

„ჩინეთის სამხედრო არსენალი 2030 წლისთვის 435 ხომალდამდე გაიზრდება. ის ასევე აფართოებს ბირთვულ არსენალს. მათი თქმით, 2030-სთვის სურთ, ფლობდნენ 1000-ზე მეტ ბირთვულ ქობინს. ისინი, ვინც თავისუფლებისა და დემოკრატიის წინააღმდეგ გამოდიან, ემზადებიან ხანგრძლივი კონფრონტაციისთვის და ცდილობენ დომინირებასა და ჩვენს დაყოფას. ისტორიამ გვასწავლა, რომ მშვიდობის შესანარჩუნებლად ომისთვის უნდა მოვემზადოთ“, – განაცხადა რუტემ.