მარკ რუტე - აშშ-ის მხრიდან იყო იმედგაცრუება ევროპის რეაქციაზე ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებზე, თუმცა ევროპელმა ლიდერებმა ნათლად გაიგეს აშშ-ის გზავნილი
მარკ რუტე - აშშ-ის მხრიდან იყო იმედგაცრუება ევროპის რეაქციაზე ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებზე, თუმცა ევროპელმა ლიდერებმა ნათლად გაიგეს აშშ-ის გზავნილი

აშშ-ის მხრიდან იყო იმედგაცრუება ევროპის რეაქციაზე ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებზე, თუმცა ევროპელმა ლიდერებმა ხმამაღლა და ნათლად გაიგეს აშშ-ის გზავნილი, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ერევანში განაცხადა, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მერვე სამიტი იწყება.

„როგორც იცით, აშშ-ის მხრიდან გარკვეული იმედგაცრუება იყო, როდესაც საქმე ეხება ევროპის რეაქციას ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებზე და ისრაელისა და აშშ-ის ირანის წინააღმდეგ კამპანიაზე. თუმცა ასევე ვიტყოდი ევროპელ ლიდერებთან ჩემი ყველა კონტექსტიდან გამომდინარე, რომ ევროპელმა ლიდერებმა მიიღეს გზავნილი. მათ ხმამაღლა და ნათლად გაიგეს აშშ-ის გზავნილი.

ამასთან, ვხედავ, რომ სულ უფრო მეტი ევროპული ქვეყანა წინასწარ პოზიციონირებს აუცილებელ ლოგისტიკურ და სხვა სახის მხარდაჭერას. მე ვიტყოდი, რომ დიახ, იყო გარკვეული იმედგაცრუება აშშ-ის მხრიდან, მაგრამ ევროპელებმა მოუსმინეს აშშ-ს და აშშ-ის პრეზიდენტის გზავნილს, როგორც ეს გასულ წელს ნატო-ს სამიტზე გააკეთეს“, – განაცხადა რუტემ.