მარკ რუტე აცხადებს, რომ ნატო-ს ქვეყნების ნახევარზე მეტი უკრაინისთვის აშშ-ისგან შეიარაღების შესყიდვის პროგრამას შეუერთდა
მარკ რუტე აცხადებს, რომ ნატო-ს ქვეყნების ნახევარზე მეტი უკრაინისთვის აშშ-ისგან შეიარაღების შესყიდვის პროგრამას შეუერთდა

ნატო-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადებით, ალიანსის წევრი ქვეყნების ნახევარზე მეტი უკრაინისთვის აშშ-ისგან საჭირო შეიარაღების შესყიდვის პროგრამას შეუერთდა.

რუტემ ამის შესახებ ბრიუსელში, ნატო-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეკრების ფარგლებში, უკრაინა-ნატოს საბჭოს სხდომისას განაცხადა.

„მოკავშირეების მხრიდან დაფინანსების წყალობით, ჩვენ უზრუნველყოფთ უკრაინას კრიტიკულად მნიშვნელოვანი ამერიკული შეიარაღებით. ეს იარაღი უკრაინას სჭირდება საკუთარი ხალხის დასაცავად და ფრონტის ხაზის გასამაგრებლად“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

მისივე თქმით, იარაღის შესყიდვის პროგრამა ნატო-ს ექვსი წევრით დაიწყო.

„დღეს ჩვენ მოვისმინეთ ყველა მოკავშირისგან ახალი შენატანების შესახებ განცხადებები. ნატო-ს წევრების ნახევარზე მეტი შეუერთდა ამ ინიციატივას, რათა უზრუნველყოს უკრაინისთვის სასიცოცხლოდ საჭირო მხარდაჭერის ნაკადი“, – განაცხადა მარკ რუტემ.