მარკ რუტე აცხადებს, რომ ლიეტუვაში ინციდენტის დროს ოთხი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა
ლიეტუვაში ოთხი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა. ინფორმაციას ადასტურებს ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე.
„გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოთხი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა ლიეტუვაში მომხდარი ინციდენტის დროს. ეს ჯერ კიდევ ახალი ამბავია და დეტალები არ ვიცით, თუმცა ეს საშინელი ამბავია“,- განაცხადა რუტემ.
ხოლო როგორც „როიტერი“ წერს, ლიეტუვაში არ ადასტურებენ სამხედროების დაღუპვას. მათი განცხადებით, ინტენსიური სამაშველო სამუშაოები გრძელდება და არ გააჩნიათ ინფორმაცია გარდაცვლილების შესახებ.
შეგახსენებთ, 26 მარტს, საღამოს სარემონტო-საევაკუაციო ჯავშანტრანსპორტიორი „M88 ჰერკულესი“ დაიკარგა, რომელიც წყლის ქვეშ აღმოაჩინეს. სამხედროები სასწავლო წვრთნებს გადიოდნენ.