მარკ რუტე აცხადებს, რომ „ფრთხილი ოპტიმიზმით“ არის განწყობილი უკრაინა-რუსეთის სამშვიდობო მოლაპარაკებებისადმი
მარკ რუტე აცხადებს, რომ „ფრთხილი ოპტიმიზმით“ არის განწყობილი უკრაინა-რუსეთის სამშვიდობო მოლაპარაკებებისადმი

ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე აცხადებს, რომ „ფრთხილი ოპტიმიზმით“ არის განწყობილი უკრაინა-რუსეთის სამშვიდობო მოლაპარაკებებში პროგრესის მიღწევის შესაძლებლობაზე.

„უკრაინა მზადაა, ცეცხლის შეწყვეტისა და დაუყოვნებელი მოლაპარაკებების ვალდებულება აიღოს. ეს აბსოლუტურად ნათელია. ბურთი ახლა ნამდვილად რუსეთის მხარესაა“, – აღნიშნა მარკ რუტემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წყალობით ჩიხი დაიძლია.

„რუსებიც თუ მზად იქნებიან თამაშში ჩასართავად – არა მხოლოდ უკრაინელები, რომლებიც ამას უკვე აკეთებენ, არამედ რუსებიც – მაშინ, შეიძლება, რაღაც გარღვევებს მივაღწიოთ მომდევნო რამდენიმე კვირაში“, – აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ.