მარკ რუტე აცხადებს, რომ ევროპელი სამხედროები უნდა გააქტიურდნენ, რადგან აშშ მეტ ყურადღებას უთმობს საფრთხეებს აზიაში
ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე აცხადებს, რომ ევროპელი სამხედროები უნდა გააქტიურდნენ, რადგან აშშ მეტ ყურადღებას უთმობს საფრთხეებს აზიაში.
მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ კითხვაზე, რომ აშშ, შესაძლოა, ჩინეთთან ომს გეგმავს, რუტემ აღიარა აშშ-ის შებრუნება ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონისკენ, თუმცა გაიმეორა, რომ ვაშინგტონი ევროპის დატოვებას არ გეგმავს.
„ამერიკელებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ნატო-ს ერთგულები არიან. მე-5 მუხლის ერთგული არიან. ეს ვალდებულება მოჰყვება ნათელ მოლოდინს, რომ ატლანტიკის ოკეანის ამ მხარეს და კანადის მხარეს, ჩვენ უფრო მეტს დავხარჯავთ“, – განაცხადა მარკ რუტემ.