ყველაზე პრესტიჟულ მოტოსერიაში – მოტოგრანპრიში გამოვლინდა 2019 წლის ტიტულის მფლობელი. მსოფლიოს ჩემპიონი გახდა „ჰონდას“ პილოტი, ესპანელი მარკ მარკესი. მან კვირას ტაილანდის გრანპრი მოიგო და მიუწვდომელი გახდა საერთო ჩათვლაში კონკურენტებისთვის. მარკესისთვის ეს არის მეექვსე ტიტული კარიერაში.
ესპანელი ამ მაჩვენებლით მესამე ადგილზე გავიდა – გაუსწრო ხუთი ტიტულის მფლობელ ავსტრალიელ მიკ დუენს. უფრო მეტი ჩემპიონობა მოპოვებული აქვთ იტალიელებს – ვალენტინო როსისა (7) და ჯაკომო აგოსტინის (8).
აღვნიშნავთ, რომ 26 წლის მარკესი ზედიზედ მეოთხედ გახდა სეზონის ტრიუმფატორი (2013, 2014, 2016, 2017, 2018, 2019).