მარკ კარნი - კანადა და ჩინეთი ახალი პარტნიორობიდან ისტორიულ მიღწევებს ელოდებიან, მჯერა, შეგვიძლია, მივაღწიოთ მყისიერ და მდგრად პროგრესს
მარკ კარნი - კანადა და ჩინეთი ახალი პარტნიორობიდან ისტორიულ მიღწევებს ელოდებიან, მჯერა, შეგვიძლია, მივაღწიოთ მყისიერ და მდგრად პროგრესს

კანადა და ჩინეთი ახალი პარტნიორობიდან ისტორიულ მიღწევებს ელოდებიან, – ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან შეხვედრისას განაცხადა.

„მნიშვნელოვანია, რომ ეს ახალი სტრატეგიული პარტნიორობა განხეთქილების დროს დავიწყოთ“, – განუცხადა კარნიმ სი ძინპინს და მოუწოდა ყურადღება გამახვილდეს იმ სფეროებზე, რომლებსაც ორივესთვის „ისტორიული მიღწევების“ მოტანა შეუძლია, კერძოდ, როგორებიცაა სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა და ფინანსები.

„სწორედ აქ მჯერა, რომ შეგვიძლია, მივაღწიოთ მყისიერ და მდგრად პროგრესს“, – აღნიშნა კარნიმ.

თავის მხრივ, სი ძინპინმა განაცხადა, რომ მოუთმენლად ელოდება კანადასთან თანამშრომლობას.

„ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც თქვენ თანამდებობის დაკავების შემდეგ იმყოფებით ჩვენს ქვეყანაში და პირველი შემთხვევა რვა წლის განმავლობაში, როდესაც კანადის პრემიერ-მინისტრი ჩინეთს ეწვია. ჩინეთ-კანადის ურთიერთობების ჯანსაღი და სტაბილური განვითარება ხელს უწყობს მსოფლიო მშვიდობას, სტაბილურობას, განვითარებას და კეთილდღეობას. მოუთმენლად ველოდები თქვენთან თანამშრომლობის გაგრძელებას ისტორიის, ჩვენი ხალხების და მსოფლიოს მიმართ პასუხისმგებლობის გრძნობით, ჩინეთ-კანადის ურთიერთობების კიდევ უფრო გასაუმჯობესებლად“, – განუცხადა სი ძინპინმა კარნის.

ცნობისთვის, ეს კანადის პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტია პეკინში 2017 წლის შემდეგ.