მარიუპოლის საქალაქო საბჭოს ინფორმაციით, ომის დაწყების შემდეგ რუსმა ოკუპანტებმა ქალაქში 100-მდე ავიაბომბი ჩამოაგდეს, რასაც 2 187 მოქალაქე ემსხვერპლა
მარიუპოლის საქალაქო საბჭოს ინფორმაციით, ომის დაწყების შემდეგ რუსმა ოკუპანტებმა ქალაქში 100-მდე ავიაბომბი ჩამოაგდეს, რასაც 2 187 მოქალაქე ემსხვერპლა.
მარიუპოლის ხელმძღვანელობის ინფორმაციით, მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსმა სამხედროებმა ქალაქი 22-ჯერ დაბომბეს.
ქალაქის საკრებულოში აღნიშნავენ, რომ დამპყრობლები ცინიკურად და მიზანმიმართულად ურტყამდნენ საცხოვრებელ შენობებს, ხალხმრავალ ადგილებს, ანგრევენ ბავშვთა საავადმყოფოებს და მთლიანად ანადგურებენ ქალაქის ინფრასტრუქტურას.
„სწორედ ციდან ემუქრება უდიდესი საფრთხე მარიუპოლის 400 000 მცხოვრებელს, რომლებიც ახლა ქალაქში არიან ბლოკირებული. ამიტომ, ნატო-ს მხრიდან უკრაინის თავზე ცის დახურვა ან საჰაერო თავდაცვის აუცილებელი სისტემებით უზრუნველყოფა არის გამოსავალი, რომელსაც შეუძლია ასობით ათასი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა მთელ უკრაინაში“, – აღნიშნავენ მარიუპოლის საქალაქო საბჭოში.