მარიუპოლის მერის მრჩევლის ინფორმაციით, ქალაქში სულ მცირე 22 ათასი ადამიანი დაიღუპა
მარიუპოლის მერის მრჩევლის ინფორმაციით, ქალაქში სულ მცირე 22 ათასი ადამიანი დაიღუპა

მარიუპოლის მერის მრჩევლის ინფორმაციით, ქალაქში სულ მცირე 22 ათასი ადამიანი დაიღუპა.

აღნიშნულის შესახებ პეტრ ანდრუშენკომსიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ანდრუშენკოს განცხადებით, მარიუპოლის მერიის ოფიციალური პირების თქმით, ომის სამი თვის განმავლობაში სულ მცირე 22 ათასი ადამიანი დაიღუპა. ანდრიუშჩენკომ განმარტა, რომ ეს მაჩვენებელი ეფუძნება ქალაქში დარჩენილ ოფიციალური პირების ინფორმაციას, რომლებთანაც მას და რამდენიმე ოფიციალურ პირს შენარჩუნებული აქვს კონტაქტი. მისივე თქმით, შესაძლოა, დაღუპულთა მაჩვენებელი გაცილებით მეტი იყოს.

ანდრიუშჩენკომ განაცხადა, რომ გარდაცვლილთა ხელახალი დაკრძალვის პროცესს ართულებს იმ ფაქტს, რომ რუსი ოფიციალური პირები დაჟინებით მოითხოვენ ცხედრების მორგში გადაყვანას, ხოლო იმ პირებისგან ვინც მორგიდან ცხედრის გამოსვენებას ითხოვს აიძულებენ, რომ დათანხმდეს ვიდეოს ჩაწერას, რომელშიც იტყვის, რომ გარდაცვლილი მოკლულია უკრაინელი სამხედროების მიერ.

„ქალაქში აბსოლუტური სიბნელეა. ერთადერთი განათება არის რუსული ჯარებისგან და რუსული პატრულებისგან. ყველგან სიკვდილის და ცეცხლის სუნია“, – დასძინა ანდრიუშჩენკომ.

მერის მრჩევლის განცხადებით, ქალაქი იზოლაციაშია, იქ არსებული მდგომარეობა კი ჰუმანიტარული კატასტროფაა.

მისი თქმით, მოსახლეობა თავისუფლად ვერ გადაადგილდება, რადგან ქალაქში ნებისმიერი გადაადგილებისთვის სპეციალური ნებართვაა საჭირო, ფილტრაციის სისტემა კი, მათ მარიუპოლიდან გასვლის საშუალებას არ აძლევს.