მარიუპოლის მერის მრჩეველი აცხადებს, რომ ყოფილ ქარხანა „ოქტიაბრის“ ტერიტორიაზე 70-მდე ცხედარი აღმოაჩინეს
მარიუპოლის მერის მრჩეველი აცხადებს, რომ ყოფილ ქარხანა „ოქტიაბრის“ ტერიტორიაზე 70-მდე ცხედარი აღმოაჩინეს

მარიუპოლში, ყოფილი ქარხნის, „ოქტიაბრის“ ტერიტორიაზე 70-მდე დაღუპული უკრაინელის ცხედარი აღმოაჩინეს. ინფორმაციას უკრაინული მედია, მარიუპოლის მერის მრჩეველზე, პეტრო ანდრიუშჩენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

„რუსი ჯარისკაცები ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზე ნანგრევებს ასუფთავებენ, რა დროსაც იპოვეს 70-მდე ცხედარი. მოქალაქეების დაღუპვის მიზეზი ოკუპანტების მიერ შენობის დაბომბვა გახდა“, – განაცხადა ანდრიუშენკომ.

მერის მრჩეველი წერს, რომ ოკუპანტებს ცხედრების იდენტიფიცირება არ მოუხდენიათ და ისინი სოფელ სტარი კრიმში მდებარე მასობრივ საფლავზე დაკრძალეს.