მარიუპოლის მერის მრჩეველი აცხადებს, რომ ქალაქში კიდევ ერთი მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს

12:33, 01.07.2022

მარიუპოლში კიდევ ერთი მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეგრამ-არხში მარიუპოლის მერის მრჩეველი პიოტრ ანდრიუშენკო ავრცელებს.

ანდრიუშენკოს ცნობით, სამარხში 100-ზე მეტი ცხედარია ნაპოვნი.

„ახალი ძმათა სასაფლაო ლევობერეჟიეს ნანგრევების ქვეშ. კიევის ქუჩა 53. კვლავ 100-ზე მეტი ცხედარი თებერვლის ბოლოდან“, – აღნიშნავს ანდრიუშენკო.

მერის მრჩეველი ამბობს, რომ მარიუპოლში ექსჰუმაცია ფაქტობრივად შეჩერებულია.

„საოკუპაციო ხელისუფლება იმდენად არის გატაცებული აღდგენის სურათის შექმნით, რომ დაკრძალვისთვის არ სცალიათ. ქუჩაში მოწყობილი დროებითი საფლავები თანდათან მუდმივად იქცევა“, – ამბობს ანდრიუშენკო.

უკრაინის ხელისუფლების მონაცემებით, რუსეთის საომარი მოქმედებების შედეგად მარიუპოლში 22 ათასზე მეტი ადამიანია დაღუპული.

მსგავსი