მარიუპოლის მერი აცხადებს, ქალაქში მოკლულთა რაოდენობა ოცი ათასს აღემატება
მარიუპოლის მერი აცხადებს, ქალაქში მოკლულთა რაოდენობა ოცი ათასს აღემატება

მარიუპოლის მერი ვადიმ ბოიჩენკო აცხადებს, ქალაქში მოკლულთა რაოდენობა შემაძრწუნებელია და ოცი ათასს აღემატება. აღნიშნულის შესახებ ვადიმ ბოიჩენკომ „ბიბისისთან“ განაცხადა.

„მარიუპოლის მცხოვრებთა მხრიდან უკვე არის განცხადებები, რომლებიც ჩადენილი სისასტიკეების მოწმენი გახდნენ და სამწუხაროდ, ისევ იგივეს ხედავენ“, – განაცხადა ბოიჩენკომ.

მარიუპოლის მერის თქმით, რუსები ქალაქს მცხოვრებლებთან ერთად ანადგურებდნენ.

„მათ მოაწყვეს ეს გენოციდი ქალაქის ჩაკეტვით და ჯერ საარტილერიო და საავიაციო დარტყმები განახორციელეს, შემდეგ კი, იგივე მოგვიანებით მოსულმა გემებმა გააკეთეს. ეს წარმოადგენს მარიუპოლელების გენოციდის, სამხედრო დანაშაულის ჩადენის ჩანაფიქრს და ნიშნებს“, – განაცხადა მარიუპოლის მერმა.