ნორვეგიელი მოთხილამურე მარიტ ბიორგენი ზამთრის ოლიმპიადების ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენი გახდა.
პიონჩანგში 37 წლის ლეგენდამ ორ ოქრო (ესტაფეტა და 30-კილომეტრიანი მას-სტარტი, ერთი ვერცხლი (სკიატლონი) და ორი ბრინჯაო (10 კმ და გუნდური სპრინტი) მოიგო, რის შემდეგაც, კარიერაში 8 ოქრო, 4 ვერცხლი და 3 ბრინჯაო დაუგროვდა.
ოქროსა და ვერცხლის რაოდენობით, ბიორგენი გაუთანაბრდა ორ ნორვეგიელს – მოთხილამურე ბიორნ დელისა და ბიატლონისტ ოლე ეინარ ბიორნდალენს, მაგრამ უსწრებს მათ ბრინჯაოს მედლების რაოდენობით.
ზამთრის ოლიმპიადების ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენები:
მარიტ ბიორგენი (თხილამურებით რბოლა, ნორვეგია) 8 4 3 15
ოლე ეინარ ბიორნდალენი (ბიატლონი, ნორვეგია) 8 4 1 13
ბიორნ დელი (თხილამურებით რბოლა, ნორვეგია) 8 4 0 12
ლიუბოვ ეგოროვა (თხილამურებით რბოლა, რუსეთი) 6 3 0 9
ვიქტორ ანი (შორტ ტრეკი, კორეა/რუსეთი) 6 0 2 8
ლიდია სკობლიკოვა (ციგურებით რბენა, სსრკ) 6 0 0 6