„იუვენტუსისა“ და „ბაიერნის“ ყოფილი ფორვარდი მარიო მანჯუკიჩი კარიერას „მილანში“ გააგრძელებს.
ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ნიკოლა სკირამ საკუთარ „ტვიტერში“ დაწერა, რომ მოლაპარაკებები ხორვატ ფეხბურთელსა და სერია A-ს ლიდერს შორის დასასრულს უახლოვდება. ამ მომენტისთვის, „მილანი“ ელოდება მფლობელთა თანხმობას იმისთვის, რომ გარიგება დასრულებულად გამოაცხადოს.
იტყობინებიან, რომ მხარეებს შორის კონტრაქტი ამ სეზონის ბოლომდე იქნება ძალაში.
„მილანში“ გადასვლის სანაცვლოდ, 34 წლის მანჯუკიჩმა უარი უთხრა რუსულ კლუბებს – ცსკა-ს, „სპარტაკსა“ და „ლოკომოტივს“.
ამ მომენტისთვის ფეხბურთელს თავისუფალი აგენტის სტატუსი აქვს. მისი ბოლო კლუბი იყო „ალ-დუჰაილი“, რომელიც 2020 წლის ზაფხულში დატოვა.
მანჯუკიჩი იტალიის ხუთგზის ჩემპიონია „იუვენტუსის“ შემადგენლობაში.