მარიო მანჯუკიჩი ერთი თვე ვერ ითამაშებს და იტალიის სუპერთასს გამოტოვებს
მარიო მანჯუკიჩი ერთი თვე ვერ ითამაშებს და იტალიის სუპერთასს გამოტოვებს

ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდი მარიო მანჯუკიჩი თავისი გუნდის დახმარებას ერთი თვის განმავლობაში ვერ შეძლებს.

ერთ-ერთი ბოლო ვარჯიშის დროს, ხორვატმა ფეხბურთელმა მარჯვენა ბარძაყის კუნთი დაიზიანა. როგორც Football Italia წერს, მანჯუკიჩის ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა. მოთამაშის აღდგენის ტენდენცია აჩვენებს, რომ მარიო დაახლოებით ერთი თვე იქნება უთამაშებელი.

ასე რომ, მანჯუკიჩი ​„მილანის“ წინააღმდეგ იტალიის სუპერთასის მატჩს გამოტოვებს, რომელიც 16 იანვარს უნდა გაიმართოს.

მიმდინარე სეზონში მარიომ 21 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, გაიტანა ცხრა გოლი დ სამი შედეგიანი პასი შეასრულა.