„შტუტგარტის“ 33 წლის ფორვარდმა მარიო გომესმა სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა. მისი თქმით, მან ეს გადაწყვეტილება ნაკრების მთავარ მწვრთნელთან იოახიმ ლიოვთან საუბრის შემდეგ მიიღო. გომესმა მადლობა გადაუხადა ნაკრების სამწვრთნელო შტაბს ევრო 2016-ზე და მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე გამოსვლის შესაძლებლობისთვის.
მარიო გომესმა გერმანიის ნაკრებში 78 მატჩი ჩაატარა და 31 გოლი გაიტანა.
შეგახსენებთ, გომესამდე გერმანიის ნაკრებში გამოსვლა დაასრულა „არსენალის“ ნახევარმცველმა მესუთ იოზილმა.