მარიო გიოტცეთი ესპანური „სევილია“ და ფრანგული „მონაკო“ ინტერესდებიან
მარიო გიოტცეთი ესპანური „სევილია“ და ფრანგული „მონაკო“ ინტერესდებიან

გერმანელმა ნახევარმცველმა მარიო გიოტცემ შესაძლოა კარიერა ესპანეთის პრიმერა დივიზიონში გააგრძელოს. ამ ინფორმაციას „სკაი სპორტსი“ ავრცელებს. წყაროს ინფორმაციით, 28 წლის ფეხბურთელის მიმართ ინტერესს „სევილია“ იჩენს და მხარეებმა პირველი მოლაპარაკებები უკვე გამართეს. გარდა ამისა, ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ გერმანელი ფეხბურთელის გადაბირებით დაინტერესებულია ფრანგული „მონაკო“.

შეგახსენებთ, რომ მარიო გიოტცე დორტმუნდის „ბორუსიას“ აღზრდილია და ამ გუნდის ღირსებას 2008-13 წლებში იცავდა, რის შემდეგაც „მიუნხენის“ ბაიერნში გადავიდა. მიუხედავად ამისა, „რეკორდმაისტერის“ რიგებში მას კარიერა ვერ აეწყო და 2016 წელს ისევ მშობლიურ გუნდს დაუბრუნდა, სადაც კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ თავისუფალი აგენტი გახდა.