„დორტმუნდის“ ნახევარმცველმა მარიო გიოტცემ, შესაძლოა, კარიერა საფრანგეთის ჩემპიონატში გააგრძელოს. როგორც „არ-ემ-სი სპორტ“ (RMC Sport) წერს, რამდენიმე ფრანგული კლუბი დაინტერესებულია 27 წლის გერმანელით, რომელსაც ამ ზაფხულს უმთავრდება მოქმედი კონტრაქტი დორტმუნდელებთან.
მიმდინარე სეზონში გიოტცემ 19 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე, გაიტანა სამი გოლი და ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
უფრო ადრე გამოცხადდა, რომ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონით ასევე დაინტერესებულია რომის „ლაციო“.