მარიო დრაგი - უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს არ უჭერს ევროკავშირის წევრი არც ერთი დიდი სახელმწიფო, გარდა იტალიისა
მარიო დრაგი - უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს არ უჭერს ევროკავშირის წევრი არც ერთი დიდი სახელმწიფო, გარდა იტალიისა

უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას ევროკავშირის წევრი არც ერთი დიდი სახელმწიფო მხარს არ უჭერს, გარდა იტალიისა. ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის სამიტის მეორე დღის ბოლოს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინის მიერ კანდიდატის სტატუსის მიღება ახლა არაა მოსალოდნელი.

„მე მხარს ვუჭერ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა კანდიდატის სტატუსის მინიჭებას არ უჭერს მხარს ევროკავშირის არც ერთი დიდი წევრი სახელმწიფო, გარდა იტალიისა. კანდიდატის სტატუსის მიღება ახლა არაა მოსალოდნელი. თუ მკითხავთ, წარმომიდგენია თუ არა, რომ უკრაინა კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას დაჩქარებულად შეძლებს, დიახ, ასეთი რამ შესაძლებელია და ევროკომისია ამის შესახებ ანგარიშს წარმოადგენს“, – განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა.