იტალიელმა ფორვარდმა მარიო ბალოტელიმ გამოთქვა აზრი იმის შესახებ, რომ იტალიის ნაკრებში აღარ ეძახიან არა სათამაშო მიზეზებით, არამედ იმის გამო, რომ ნაკრების ხელმძღვანელები თავიდან იშორებენ სტადიონებზე რასიზმის სავარაუდო გამოვლინებების შემთხვევებს.
„არ შემიძლია ზუსტად იმის თქვა, თუ რატომ არავინ უდგება წინ რასობრივ დისკრიმინაციას. მე რომ საკუთარ ვაჟთან იმ მომენტში ვიყო სტადიონზე, როცა ვიღაც კანის ფერის გამო მეორე ადამიანს შეურაცხყოფას აყენებს, სასტიკად გავუსწორდებოდი. თუ მე ნაკრებში არ მიძახებენ, ეს ნაწილობრივ ჩემი ბრალიცაა. როცა „ლივერპულში“ ვთამაშობდი, არ მიძახებდნენ ცუდი სათამაშო ფორმის გამო. მაგრამ ახლა არსებობს სხვა მიზეზები. შესაძლოა, საქმე ჩემს ძლიერ ხასიათშია, შესაძლოა, კიდევ სხვა რამეში. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჩემი არგამოძახება რასიზმის გამოვლინების თავიდან აცილების სურვილს უკავშირდება“, – თქვა ბალოტელიმ „კანალ პლიუსთან“ (Canal+) ინტერვიუში.
გასულ სეზონში იტალიელმა „მარსელის“ რიგებში 15 მატჩში რვა გოლი გაიტანა.