იტალიელმა ფორვარდმა მარიო ბალოტელიმ, შესაძლოა, კარიერა ბრაზილიის ჩემპიონატში გააგრძელოს.
როგორც იუწყებიან, ფეხბურთელთან მოლაპარაკებები დაიწყო „ვასკო და გამამ“. თავად ბალოტელის ევროპაში დარჩენა სურს, მაგრამ ბრაზილიაში გადასვლის ვარიანტსაც განიხილავს.
იტალიელი ამჟამად თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს. გასულ სეზონში მან „ბრეშას“ რიგებში 19 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ხუთი გოლი გაიტანა. ამის შემდეგ, კლუბმა მასთან კონტრაქტის გაგრძელება არ მოისურვა.