მარიო ბალოტელი პორტუგალიასთან მატჩის განაცხადში არ შეიყვანეს
მარიო ბალოტელი პორტუგალიასთან მატჩის განაცხადში არ შეიყვანეს

იტალიის ნაკრების ფორვარდი მარიო ბალოტელი პორტუგალიასთან ერთა ლიგის მატჩის განაცხადში ვერ მოხვდა.

როგორც გაზეთი Le Figaro წერს, ამგვარი გადაწყვეტილება პოლონეთთან წინა ტურის მატჩში (1:1) ფორვარდის ცუდ თამაშს უკავშირდება. გულშემატკივრებმა ბალოტელის იმ მომენტში უსტვინეს, როდესაც ის მოედნიდან გადიოდა, სპეციალისტებმა და იტალიურმა პრესამ კი მკაცრად გააკრიტიკეს თავდამსხმელი.

მაგალითად, პოლონური ფეხბურთის ლეგენდამ ზბიგნევ ბონეკმა განაცხადა, რომ მარიოს 15 კილოგრამი ზედმეტი წონა აქვს, არიგო საკიმ კი ბალოტელის საფეხბურთო ინტელექტი დაუწუნა.

თავად იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ ბალოტელის მხარი დაუჭირა და არიგო საკი გააკრიტიკა.

„საკი ძალიან უღირსად მოიქცა, მას ლექციების ჩატარების უფლება არ აქვს. იგი ძალიან საბრალოა“, – განაცხადა მანჩინიმ.

 

მაგრამ პორტუგალიასთან მატჩის განაცხადში არ შეიყვანა. ფორვარდს მოუწევს მატჩს ტრიბუნებიდან უყუროს. 

პორტუგალიისა და იტალიის მატჩი ორშაბათს, 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.