მარიო ბალოტელი პორტუგალიასთან მატჩის განაცხადში არ შეიყვანეს
Mario Balotelli of Italy looks on during the UEFA Nations League 2019 between Italy and Poland at Renato Dall'Ara in Bologna, Italy on September 7, 2018 (Photo by Andrew Surma/NurPhoto via Getty Images)
იტალიის ნაკრების ფორვარდი მარიო ბალოტელი პორტუგალიასთან ერთა ლიგის მატჩის განაცხადში ვერ მოხვდა.
როგორც გაზეთი Le Figaro წერს, ამგვარი გადაწყვეტილება პოლონეთთან წინა ტურის მატჩში (1:1) ფორვარდის ცუდ თამაშს უკავშირდება. გულშემატკივრებმა ბალოტელის იმ მომენტში უსტვინეს, როდესაც ის მოედნიდან გადიოდა, სპეციალისტებმა და იტალიურმა პრესამ კი მკაცრად გააკრიტიკეს თავდამსხმელი.
მაგალითად, პოლონური ფეხბურთის ლეგენდამ ზბიგნევ ბონეკმა განაცხადა, რომ მარიოს 15 კილოგრამი ზედმეტი წონა აქვს, არიგო საკიმ კი ბალოტელის საფეხბურთო ინტელექტი დაუწუნა.
თავად იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ ბალოტელის მხარი დაუჭირა და არიგო საკი გააკრიტიკა.
„საკი ძალიან უღირსად მოიქცა, მას ლექციების ჩატარების უფლება არ აქვს. იგი ძალიან საბრალოა“, – განაცხადა მანჩინიმ.
‘He has no class… and no right to be giving lectures — he is pitiful’
Mino Raiola launches stern defence of Mario Balotelli after striker is accused of lacking ‘intelligence’ by Arrigo Sacchihttps://t.co/yowhqCgcaz pic.twitter.com/iZEsG0aQMT
— MailOnline Sport (@MailSport) September 10, 2018
მაგრამ პორტუგალიასთან მატჩის განაცხადში არ შეიყვანა. ფორვარდს მოუწევს მატჩს ტრიბუნებიდან უყუროს.
პორტუგალიისა და იტალიის მატჩი ორშაბათს, 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.