მარიო ბალოტელი „იუვენტუსთან“ ითამაშებს
მარიო ბალოტელი „იუვენტუსთან“ ითამაშებს

იტალიის ჩემპიონატის მეოთხე ტურში ერთმანეთს „ბრეშა“ და „იუვენტუსი“ დაუპირისპირდებიან.

ეს შეხვედრა იმით არის საინტერესო, რომ ახალ კლუბში მარიო ბალოტელის დებიუტი შედგება. იტალიელი „ბრეშაში“ ამ ზაფხულს გადავიდა. მან დისკვალიფიკაციის გამო საწყისი ტურები გამოტოვა, მაგრამ „ბებერ ქალბატონთან“ თამაშს უკვე შეძლებს.

ბალოტელიმ მომავალი მატჩის შესახებ პრესასთან ისაუბრა:

„დიდი ხანია არ მითამაშია. მიუხედავად ამისა, მაინც მშვენიერ ფიზიკურ ფორმაში ვიმყოფები. ფეხბურთის თამაში მომენატრა. ტურინელებთან მატჩს მოუთმენლად ველოდები“, – განაცხადა იტალიელმა ფორვარდმა.