მარიო ბალოტელი ახლოსაა, იტალიის სერია A-ში დაბრუნდეს და საფეხბურთო კარიერა „ჯენოაში“ გააგრძელოს, – ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
„ჯენოას“ მენეჯერი ალბერტო ჯილარდინო ბალოტელის პირადად დაუკავშირდა და პოტენციური ტრანსფერის შესახებ ესაუბრა.
ამ მომენტისთვის ბალოტელი თავისუფალი აგენტია, ბოლოს ის თურქულ „ადანა დემისპორში“ თამაშობდა, სადაც 16 მატჩში 7 გოლი გაიტანა.
34 წლის ბალოტელიმ იტალიის ჩემპიონატში საუკეთესო წლები „ინტერში“ გაატარა, რომელთაც ერთადაც სერია A სამჯერ მოიგო.