მარიო ბალოტელი იტალიის ნაკრებში გამოიძახეს - პირველად 2018 წლის შემდეგ #1TVSPORT
იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ გამოაცხადა შემადგენლობა იანვრის საწვრთნელი შეკრებისთვის.
ნაკრებში გამოძახებულია თურქული „ადანას“ ფორვარდი მარიო ბალოტელი, რომელსაც ეროვნულ გუნდში 2018 წლის სექტემბრის შემდეგ არ უთამაშია.
მეკარეები – მარკო კარნეზეკი (კრემონეზე), ალესიო კრანიო (კალიარი), ალექს მერეტი (ნაპოლი), სალვატორე სირიგუ (ჯენოა);
მცველები – ალესანდრო ბასტონი (ინტერი), კრისტიანო ბირაგი (ფიორენტინა), დავიდე კალაბრია (მილანი), ჯორჯო კიელინი, მატია დე შილიო, ლუკა პელეგრინი (ყველა – იუვენტუსი), ჯოვანი დი ლორენცო (ნაპოლი), ალესანდრო ფლორენცი (მილანი), ლუის ფელიპე (ლაციო), ჯანლუკა მანჩინი (რომა), ჯორჯო სკალვინი, რაფაელ ტოლოი (ორივე – ატალანტა);
ნახევარმცველები – ნიკოლო ბარელა, სტეფანო სენსი (ორივე – ინტერი), ბრაიან კრისტანტე (რომა), ნიკოლო ფაჯოლი (კრემონეზე), დავიდე ფრატეზი (სასუოლო), მანუელ ლოკატელი (იუვენტუსი), მატეო პესინა (ატალანტა), სამუელე რიჩი (ემპოლი), სანდრო ტონალი (მილანი);
ფორვარდები – მარიო ბალოტელი (ადანა დემირსფორი, თურქეთი), დომენიკო ბერარდი, ჯაკომო რასპადორი, ჯანლუკა სკამაკა (ყველა – სასუოლო), ფედერიკო ბერნარდესკი (იუვენტუსი), ჩირო იმობილე (ლაციო), ლორენცო ინსინიე (ნაპოლი), ჟოაო პედრო (კალიარი), მატია ძაკანი (ლაციო), ნიკოლო ძანიოლო (რომა).