მარინა კალიურანდი – ვულოცავ ყველა პასუხისმგებლიან პოლიტიკოსს, რომელმაც ხალხს მოუსმინა და ქვეყნის ინტერესები პარტიის ინტერესებზე მაღლა დააყენა

12:37, 20.04.2021

ესტონელი ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი პოლიტიკურ პარტიებს შეთანხმების მიღწევას ულოცავს.

„ვულოცავ ყველა პასუხისმგებლიან პოლიტიკოსს, რომელმაც ხალხს მოუსმინა და ქვეყნის ინტერესები პარტიის ინტერესებზე მაღლა დააყენა. ველოდებით მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას“, – წერს კალიურანდი მიკრობლოგ „ტვიტერზე“.

მსგავსი