მარინა კალიურანდი - დასაკარგი დრო არ არის, მოვუწოდებ საქართველოს ყველა პოლიტიკურ აქტორს, წინ დააყენონ ხალხი და კონცენტრირდნენ სამომავლო ამოცანებზე
შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ პოლიტიკურ პოლარიზაციას და შიდა დაყოფას, – ამის შესახებ ევროპარლამენტში საქართველოს საკითხის განხილვისას ევროდეპუტატმა, მარინა კალიურანდმა განაცხადა.
„დღეს ოპტიმისტური განწყობით ვისაუბრებ, რადგან ვხედავ დიდხანს ნანატრ პოლიტიკურ განახლებას. მინდა, აღვნიშნო, რომ შარლ მიშელის თბილისში ვიზიტი მისი პირადი ჩართულობა და კრისტიან დანიელსონის დანიშვნა არის მნიშვნელოვანი დანამატი იმ განსაკუთრებული საქმის, რასაც ადგილზე კარლ ჰარცელი აკეთებს.
ეს ასევე მკაფიო გზავნილია, რომ ევროკავშირი არა მხოლოდ განცხადებებს აკეთებს, არამედ საჭიროებისამებრ ჩართულია პროცესში. დასაკარგი დრო არ არის. მოვუწოდებ საქართველოს ყველა პოლიტიკურ აქტორს, წინ დააყენონ ხალხი და კონცენტრირდნენ სამომავლო ამოცანებზე, მათ შორის პროევროპულ რეფორმებზე, დემოკრატიასა და კანონის უზენაესობაზე“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.