ლონდონის „ჩელსის“ დირექტორი მარინა გრანოვსკაია თანამდებობიდან გაანთავისუფლეს, – წერს კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.
„მადლობას ვუხდით მას მრავალი წელი შესანიშნავი მუშაობისთვის და წარმატებას ვუსურვებთ ახალ პროექტებში“, – განაცხადა „ჩელსის“ ახალმა მფლობელმა ტოდ ბოელიმ.
ბოელი დროებით შეასრულებს „ჩელსის“ სპორტული დირექტორის მოვალეობებს, სანამ კლუბი ახალ კანდიდატურაზე არ ჩამოყალიბდება.
გრანოვსკაია „ჩელსის“ დირექტორი 2013 წელს გახდა. მას კლუბის წინა მფლობელის რომან აბრამოვიჩის ნდობით აღჭურვილ პირსა და მარჯვენა ხელს უწოდებდნენ.