მარინა ეზუგბაიას განცხადებით, სახელმწიფო დაცვის სამსახურში კორონავირუსის სამი შემთხვევა არ არის იმის თქმის საფუძველი, რომ ახალი კლასტერი ჩამოყალიბდა
მარინა ეზუგბაიას განცხადებით, სახელმწიფო დაცვის სამსახურში კორონავირუსის სამი შემთხვევა არ არის იმის თქმის საფუძველი, რომ ახალი კლასტერი ჩამოყალიბდა

სამი შემთხვევა არ არის იმის საფუძველი ვთქვათ, რომ ახალი კლასტერი  ჩამოყალიბდა, – ასე უპასუხა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტის კითხვას, „ნიშნავს თუ არა ახალ კლასტერს ის ფაქტი, რომ სახელმწიფო დაცვის სამსახურის სამ თანამშრომელს ვირუსი დაუდასტურდა“.

ეზუგბაიას თქმით, კონტაქტების კვლევამ უნდა აჩვენოს, ეს არის ახალი კლასტერი, თუ არსებული კლასტერების მეორეული და მესამეული შემთხვევა.

„ეს სამი შემთხვევა არ არის იმის საფუძველი ვთქვათ, რომ ახალი კლასტერი ჩამოყალიბდა. მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ, აუცილებელია კონტაქტების გამოკვლევა, კონტაქტების გამოკვლევის და წყაროს დადგენის შემდეგ შეიძლება ვილაპარაკოთ ახალი კლასტერია, თუ არსებული კლასტერების მეორეული და მესამეული შემთხვევები“, – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.