მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევის ინფიცირების წყარო ცნობილია
მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევის ინფიცირების წყარო ცნობილია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბოლო 24 საათის განავლობაში საქართველოში კორონავირუსის მხოლოდ სამი ახალი შემთხვევაა გამოვლენილი.

მისივე თქმით, სამივე ადამიანის ინფიცირების წყარო ცნობილია.

ეზუგბაიას განმარტებით, ახალი შემთხვევებიდან მათ ცენტრში არც ერთი არ არის დადასტურებული.

„გუშინ დილას ამ პერიოდისთვის გვქონდა 408 დადასტურებული შემთხვევა, დღეს დილას დაგვემატა მხოლოდ სამი. გვაქვს 411 შემთხვევა. ამ სამი ადამიანის წყარო ცნობილია, ეს არის ბოლნისის სასწრაფოს წყარო და სვანეთის წყარო“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.

დატოვე კომენტარი