მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევიდან ექვსი საკარანტინო სივრციდანაა, ორი კი ბოლნისიდან
მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევიდან ექვსი საკარანტინო სივრციდანაა, ორი კი ბოლნისიდან

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევიდან ექვსი საკარანტინო სივრციდანაა, ხოლო ორი ბოლნისს უკავშირდება.

მისივე თქმით, რვავე პაციენტი მათ ცენტრშია მოთავსებული.

საერთო ჯამში, ინფექციურ საავადმყოფოშო კორონავირუსით ინფიცირებული 40 პაციენტი მკურნალობს, კოვიდ-ცენტრებში კი – 158.

„დაგვემატა რვა ახალი დადასტურებული შემთხვევა და გახდა 746. გამოჯანმრთელებული მხოლოდ სამია, იყო 573 და არის 576. რვა დადასტურებული შმეთხვევიდან ექვსი არის საკარანტინო სივრციდან, ხოლო ორი ბოლნისიდან.

რაც შეეხება ჩვენს ცენტრს, გუშინ დღე-ღამის განმავლობაში, დილამდე შემოვიდა ეს რვა დადასტურებული შემთხვევა და ერთი სწრაფი ტესტით დადასტურებული, რომელიც კონფირმაციას საჭიროებს, დღეს ცხვირ-ხახის ნაცხი გაკეთდება და „პისიარ“ კვლევა ჩაუტარდება“, -აღნიშნა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგბაიას განმარტებით, რვა ახალ შემთხვევაში რისკ-ჯგუფში შემავალი პირები არ არიან.

„ამ რვა ახალ შემთხვევაში ხანდაზმულები არ არიან, არის ერთი 16 წლის მოზარდი“,- განაცხადა ეზუგბაიამ და დასძინა, რომ ახალი პაციენტების მდგომარეობა მძიმედ არ ფასდება, თუმცა მათ გაფართოებული კვლევები ჩაუტარდებათ.