მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ხუთი პაციენტი მათ ცენტრში იმყოფება და ინფიცირების წყარო ცნობილია
მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ხუთი პაციენტი მათ ცენტრში იმყოფება და ინფიცირების წყარო ცნობილია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში დაფიქსირებული კორონავრიუსის ახალი შემთხვევებიდან ხუთი მათ ცენტრშია მოთავსებული.

მისივე თქმით, მათ შემთხვევაში ინფიცირების წყაროები ცნობილია.

„ჩვენი პაციენტების კონტაქტებია.ჩვენთან დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 28 პაციენტზე ტესტი და აქედან ხუთი იყო დადებითი, სამ პაციენტთან, კონტაქტებია, იქ გაურკვეველი პასუხია, რომელიც კიდევ განმეორებით მოითხოვს ტესტირებას“ , –  განაცხადა ეზუგბაიამ.

ამასთან, მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ სამი გამოჯანმრთელებული კლინიკიდან უკვე გაეწერა. საერთო ჯამში, ეზუგბაიას განმარტებით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან 29 პაციენტი განიკურნა.

„გუშინ საღამოს გითხარით, რომ სამი პაციენტი გაეწერა, გახდა 29. დღის განმავლობაში ჩატარდება კვლევები კიდევ, განმეორებით ტესტირება პაციენტებზე. სადაც მივიღებთ განმეორებით ორჯერადად, პისიარ უარყოფით პასუხს, ასეთი პაციენტები ვირუსისგან გათავისუფლებულია. ყველა მონაცემები შეჯერდება და თუ პაციენტის რადიოლოგიური მონაცემებიც გაუმჯობესებულია, ჩივილებიც არ აქვს, ასეთი პაციენტები ტოვებენ კლინიკას“ , –  დასძინა ეზუგბაიამ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 188 შემთხვევაა დაფიქსირებული.