მარინა ეზუგბაია - უსიმპტომო კოვიდინფიცირებული პაციენტების ნაწილი თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში არსებულ საკარანტინო ტიპის სასტუმროებში მკურნალობს
მარინა ეზუგბაია - უსიმპტომო კოვიდინფიცირებული პაციენტების ნაწილი თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში არსებულ საკარანტინო ტიპის სასტუმროებში მკურნალობს

მეორე დღეა, ჰოსპიტალის შემდგომი მეთვალყურეობისა და მკურნალობის მოდელი ჩამოყალიბდა. თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გამოიყო საკარანტინო ტიპის სასტუმრო, რომლის ინფრასტრუქტურა აბსოლუტურად იდენტურია და შესაძლებელია როგორც სტაციონარი ისე იქნას გამოყენებული, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

როგორც ეზუგბაიამ აღნიშნა, საავადმყოფოს ტიპის სასტუმროში ასიმპტომური და მსუბუქი პაციენტები უკვე მოათავსეს და ისეთ ინფიცირებულებს, რომლებთანაც დაავადების დამძიმების რისკი არ იქნება, მსგავსი საავადმყოფოს ტიპის სასტუმროში მომავალშიც გადაიყვანენ.

„586 დადასტურებული შემთხვევა არა მარტო კოვიდცენტრებში მკურნალობს, არამედ იცით, მეორე დღეა, ჰოსპიტალის შემდგომი მეთვალყურეობისა და მკურნალობის მოდელი ჩამოყალიბდა. თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გამოიყო საკარანტინო ტიპის სასტუმრო, რომლის ინფრასტრუქტურა აბსოლუტურად იდენტურია და შესაძლებელია როგორც სტაციონარი ისე იქნას გამოყენებული. ამ სასტუმროებში უკვე პაციენტების ის ნაწილი გადადის, რომელიც ასიმპტომურია. როდესაც როგორც კლინიკურად, ისე ლაბორატორიულად კვლევის შედეგები იძლევა საფუძველს, რომ დაავადების დამძიმების რისკები არ არის, ასეთი პაციენტების ნაწილი- ასიმპტომური და მსუბუქი პაციენტები გადაყვანილი არიან და კიდევ გადავლენ სამი ქალაქის ამ სამ საავადმყოფოს ტიპის  სასტუმროში“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

საქართველოში ბოლო 24 საათი კორონავირუსის 158 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.