მარინა ეზუგბაია - „პლაქვენილი“ არ არის საპროფილაქტიკო მოხმარების, მისი სახლში დაწყობის საჭიროება არ არსებობს
მარინა ეზუგბაია - „პლაქვენილი“ არ არის საპროფილაქტიკო მოხმარების, მისი სახლში დაწყობის საჭიროება არ არსებობს

პრეპარატი „,პლაქვენილი“ ნებისმიერ დაინფიცირებულ პაციენტს მიეწოდება კლინიკაში, ამიტომ ამის შეძენა და სახლში დასაწყობების აუცილებლობა არ არის, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „პლაქვენილი“ არ არის საპროფილაქტიკო მოხმარების პრეპარატი.

„ეს პრეპარატი მხოლოდ დაავადებულებს ენიშნებათ. აქედან გამომდინარე, არავითარი აუცილებლობა არ არის, შეიძინოთ და სახლში დააწყოთ. ასეთმა საქციელმა შეიძლება, დეფიციტური გახადოს პრეპარატები და ვისთვისაც საჭიროა, შეიძლება, ვერ მიიღონ. თუ შესაძლებელია, მოქალაქეებმა თავი შეიკავონ მისი შეძენისგან. ნებისმიერ პაციენტს, ვისაც დაუდასტურდება და მოხვდება კლინიკაში, ეს პრეპარატი მიეწოდება. მისი სახლში დაწყობის საჭიროება არ არსებობს“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.