მარინა ეზუგბაია - განმეორებითი ტესტის შემთხვევაში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ორი პაციენტის გამოჯანმრთელება დადგა
მარინა ეზუგბაია - განმეორებითი ტესტის შემთხვევაში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ორი პაციენტის გამოჯანმრთელება დადგა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამ ეტაპზე, ორ პაციენტთან დაკავშირებით, განმეორებითი ტესტის შემთხვევაში, შეიძლება თქვათ, რომ გამოჯანმრთელება დადგა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, იმ პაციენტის მეორადი ტესტის პასუხი, რომელსაც გუშინ კორონავირუსი აღარ დაუდასტურდა, დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.

მისივე თქმით, ვირუსი აღარ დაუდასტურდა განმეორებითი ტესტის შედეგად არც მეორე პაციენტს და მასაც ხელახალი ტესტი ჩაუტარდება 24 საათის განმავლობაში.

როგორც ეზუგბაიამ აღნიშნა, მეორე პაციენტის შემთხვევაც პირველი მსგვასად ირანში მოგზაურობის ისტორიას უკავშირდება.

„პირველადად მიღებული უარყოფითი პასუხი ძალიან კარგია, მაგრამ 24 საათია ინტერვალში. უნდა გაკეთდეს განმეორებითი ტესტირება და განმეორებით უარყოფითი პასუხის მიღების შემთხვევაში ვიტყვით, რომ ეს პაციენტიც გამოჯანმთელდა. ორივე პაციენტთან განმეორებითი ტესტირების შემთხვევაში თუ პასუხები უარყოფითი თუ იქნება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათი გამოჯანმრთელება დადგა“, – განაცხადა ეზუგბაიამ.