მარინა ეზუგბაია მოსახლეობას მიმართავს - ქართული წარმოების პირბადე აკმაყოფილებს ყველა კრიტერიუმს, ის თქვენ ნებისმიერი წვეთოვანი ინფექციისგან დაგიცავთ
მარინა ეზუგბაია მოსახლეობას მიმართავს - ქართული წარმოების პირბადე აკმაყოფილებს ყველა კრიტერიუმს, ის თქვენ ნებისმიერი წვეთოვანი ინფექციისგან დაგიცავთ

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ქართული წარმოების პირბადეებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და მოსახლეობას მიმართა, რომ ის ადამიანს ნებისმიერი წვეთოვანი ინფექციისგან სრულად იცავს.

მისივე თქმით, პირბადე ტესტირებულია დაავადებათა კონტროლის უსაფრთხოების სამსახურის მიერ და ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს.

„ტელესივრცეში და სოციალურ ქსელში ქილიკობენ საქართველოში წარმოებულ პირბადესთან დაკავშირებით, რომელიც მე მიკეთია. მე არ ვპასუხობ არავის, უბრალოდ, მოსახლეობას ვეუბნები, რომ ეს პირბადე აბსოლუტურად იცავს ადამიანს ნებისმიერი წვეთოვანი ინფექციისგან, ასევე კოვიდ19-სგან.ეს პირბადე ტესტირებულია დაავადებათა კონტროლის უსაფრთხოების სამსახურის მიერ და ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს. ამიტომ, ვეუბნები მოსახლეობას, რომ ეს პირბადე არ არის საშიში, ის თქვენ დაგიცავთ და ამის მოხმარება შეიძლება“ , – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ, რომელსაც თავადაც საქართველოში წარმოებული პირბადე ეკეთა.