მარინა ეზუგბაია - კორონავირუსი თითქმის მთელი ინკუბაციის პერიოდშია გადამდები
მარინა ეზუგბაია - კორონავირუსი თითქმის მთელი ინკუბაციის პერიოდშია გადამდები

კორონავირუსი გადამდებია ინკუბაციური პერიოდის პირველი ორი დღიდან თითქმის მთელი ინკუბაციის პერიოდში, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მოქალაქეებმა ეპიდემიოლოგების მიერ გაცემული რეკომენდაციები აუცილებლად უნდა დაიცვან. ამასთან, როგორც ეზუგბაიამ აღნიშნა, ქვეყანაში კოვიდინფექციის გავრცელების სტატისტიკაცა და ეპიდემიის ხარისხიც თითოეულ ადამიანზეა დამოკიდებული.

„თუკი ჩვენ რეგულაციებს არ დვიცვათ, კორონავირუსის შემთხვევების ზრდა მოსალოდნელი იქნება. იცით, რეგულაციის აღსრულების  მექანიზმები უკვე გამკაცრდა. თითოეულ მოქალაქეზეა დამოკიდებული ხვალ ქვეყანაში რა ვითარება გვექნება და ეს მაღალფარდოვანი სიტყვა არ არის, არამედ რეალობაა. ქვეყანაში კოვიდინფექციის გავრცელების სტატისტიკაცა და ეპიდემიის ხარისხიც თითოეულ ადამიანზეა დამოკიდებული“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.