მარინა ეზუგბაია - ჯერჯერობით ინფიცირების შემთხვევების მატება გვაქვს, მეორე ტალღაზე საუბარი არ არის
მარინა ეზუგბაია - ჯერჯერობით ინფიცირების შემთხვევების მატება გვაქვს, მეორე ტალღაზე საუბარი არ არის

მეორე ტალღაზე ლაპარაკი ძირითადად არის, როდესაც დაიწყება ახალი რესპირატორული დაავადების სეზონი, რომელიც უკავშირდება ოქტომბრის ბოლოსა და ნოემბრის შუა რიცხვებს, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა ხელმძღვანელმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ჯერჯერობით კორონავირუსის შემთხვევების მხოლოდ მატება ფიქსირდება და ვირუსის მეორე ტალღა არ დაწყებულა.

„ინფიცირების შემთხვევების მატება გვაქვს, მეორე ტალღაზე საუბარი არ არის. დაავადება გრძელდება. მეორე ტალღაზე ლაპარაკი ძირითადად არის, როდესაც დაიწყება ახალი რესპირატორული დაავადების სეზონი, რომელიც უკავშირდება ოქტომბრის ბოლოსა და ნოემბრის შუა რიცხვებს. გრიპისა და სხვა ვირუსული დაავადებების თანდართვა, ალბათ გაამძაფრებს ინფექციას. მეორე ტალღაზე საუბარი ამ პერიოდზეა. ჯერჯერობით ვლაპარაკობთ, რომ გარკვეულწილად კორონავირუსის მატებასთან გვაქვს საქმე. ამას არ ვმალავთ, ვამბობთ“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.