მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ ხალხმრავალი ქორწილები და ქელეხები ვირუსის გავრცელების დიდ რისკს შეიცავს
მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ ხალხმრავალი ქორწილები და ქელეხები ვირუსის გავრცელების დიდ რისკს შეიცავს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორ მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ხალხმრავალი ქორწილები და ქელეხები ვირუსის გავრცელების მხრივ, ძალიან დიდი რისკის შემცველია.

ეზუგბაია მიიჩნევს, რომ მოსახლეობამ რეალური საფრთხე ვერ გაიაზრა და მნიშვნელოვანია, კორონავირუსის შესახებ მათი ინფორმირების გაგრძელება.

„ამაზე ვლაპარაკობთ ყველა, მხოლოდ მე არა. ასეთი დიდი თავყრილობები არ უნდა ხდებოდეს. მე დაგიდასტურებთ, რომ მოსახლეობას არ აქვს გააზრებული საფრთხე. კორონავირუსის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობაში ძალიან ბევრი ფაქტორი მონაწილეობს. უშუალოდ მთავრობა, ჯანდაცვის სამინისტრო, სამედიცინო სექტორი და მეოთხე თქვენ – მედია.

თქვენ გარკვეულწილად ეწევით საქმიანობას, რომლითაც ჩვენ გამუდმებით ველაპარაკებით მოსახლეობას, რა არის სწორი და ა.შ. ასე თუ გავაგრძელებთ ყველაფერს, ალბათ, კორონავირუსის შესახებ მოსახლეობის ცოდნის დონის ეს მონაცემები არ დაეცემა. იმედია, რომ ჩვენ ამ დაბრკოლებას გადავლახავთ ისე, როგორც აქამდე გვაქვს გადალახული“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

დატოვე კომენტარი