მარინა ენდელაძე - ჩვენს კლინიკაში ვისაც „პლაქვენილით“ მკურნალობა ჩავუტარეთ, არც ერთთან გართულება არ გვქონია, მსუბუქ შემთხვევებთან არ ჩაგვიტარებია
მარინა ენდელაძე - ჩვენს კლინიკაში ვისაც „პლაქვენილით“ მკურნალობა ჩავუტარეთ, არც ერთთან გართულება არ გვქონია, მსუბუქ შემთხვევებთან არ ჩაგვიტარებია

თბილისის ინფექციურ კლინიკაში ვისაც ჩავუტარეთ მედიკამენტპლაქვენილით“ მკურნალობა, არც ერთთან გართულება არ გვქონია, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამერიკელმა მედიკოსებმა დაუშვეს აღნიშნული მედიკამენტი სამკურნალოდ.

„ძალიან ბევრმა მიიღო ეს მედიკამენტი და გაამართლა კიდეც. აზრთა სხვადასხვაობა ყველა მედიკამენტზე შეიძლება, იყოს. მინდა, ისიც გითხრათ, რომ ჩვენს კლინიკაში ვისაც ჩავუტარეთ „პლაქვენილით“ მკურნალობა, არც ერთთან არანაირი გართულება არ გვქონია. რა თქმა უნდა, არ ჩაგვიტარებია მსუბუქ შემთხვევებთან, ვისაც არ სჭირდებიდა მკურნალობა. სადაც იყო საჭირო, ჩავატარეთ და არანაირი გართულება ნამდვილად არ ყოფილა. 100-ზე მეტი პაციენტი გვყავს გატარებული და არც ერთთან არ ყოფილა გართულება“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.